ეს არის კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი საზღვაო კატასტროფის ამბავი. საპორტო ქალაქ საუთჰემპტონიდან, თავის პირველ მოგზაურობაში, იმ დროისთვის ყველაზე დიდი ხომალდი - ტიტანიკი მიემგზავრება. მის ბორტზე ათასობით ადამიანის იმედი და მომავალია. მათ შორის მდიდარი გოგონა როზა დუიტ ბუკეიტერი და ღარიბი თვითნასწავლი მხატვარი ჯეკი. ხომალდის შემქმნელები მის გამძლეობაში დარწმუნებულები არიან, მაგრამ ბედი მას უშველებელ აისბერგთან ახვედრებს. და როზას და ჯეკის რომანტიული თავგადასავალი - გადარჩენისათვის ბრძოლად გადაიქცევა.